გუნდი

ნატალი ჯეირანაშვილი

იურისტი

ნატალი ჯეირანაშვილი იურიდიული კომპანია კონსეს იურისტია


პრაქტიკის სფერო და ინდუსტრიები:


ნატალი სპეციალიზირდება საკორპორაციო და კომერციულ სამართალში და იურიდიულ მომსახურებას უწევს კვებისა და სასმელების მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიებს, აგრეთვე აგრო ბიზნესისა და ფინანსურ სექტორში ოპერირებად კომპანიებს.

ნატალის გამოცდილება ასევე მოიცავს სასამართლოში საქმისწარმოების მიმართულებას, განსაკუთრებით, ადმინისტრაციულ და შრომითი ხასიათის დავებში. 

ნატალი მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიაში და მისი საქმიანობა მოიცავდა როგორც ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებსა და ტრანზაქციებს, ასევე კომპანიაში მიმდინარე იურიდიული პროცესების მართვას. ნატალი პასუხისმგებელი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებთან კომპანიის საქმიანობის შესაბამისობაზე. ნატალი წარმოადგენდა კომპანიას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების წინაშე.


განათლება:


ბაკალავრის ხარისხი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა;

მაგისტრის ხარისხი, შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. 


იმიტირებული შეჯიბრები:      


ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის" - ფინალისტი; საუკეთესო მოპასუხე; საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული (2019);

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) თემაზე - გამარჯვებული (2019);

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი - გამარჯვებული (2018);

ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესები - ფინალისტი (2018).


ენები:


მშობლიური ქართულის გარდა, ნატალი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გამოიწერეთ ჩვენი
პუბლიკაციები და სიახლეები