გუნდი

ლიზი ყიფიანი
ლიზი ყიფიანი იურიდიულ კომპანია კონსეში პარალეგალის პოზიციას იკავებს.
პრაქტიკის სფერო და ინდუსტრიები:
ლიზის მოვალეობებში შედის კლიენტთათვის სამართლებრივი მოსაზრებების, მემორანდუმების და გზამკვლევების მომზადება, სამართლებრივი კვლევა და ანალიზი, უფროსი იურისტებისათვის დახმარების გაწევა სასამართლო წარმომადგენლობის განხორციელების პროცესში, იურიდიული პირების რეგისტრაცია და კლიენტთა წარმომადგენლობა სხვადასხვა ორგანოში.
იმიტირებული შეჯიბრები:
ლიზი აქტიურად მონაწილეობს იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრებში. კერძოდ, 2021 წელს იყო შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის შეჯიბრის გამარჯვებული გუნდის წევრი და ხუთი ნომინაციის მფლობელი (ორგანიზებული ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის მიერ), ხოლო 2020 წელს იყო ადამიანის უფლებათა იმიტირებული სასამართლო პროცესების მეორე ადგილის მფლობელი გუნდის წევრი (ორგანიზებული თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ).
სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები:
ლიზი ამჟამად ჩართულია შრომის კოდექსის კომენტარების შექმნის პროცესში, როგორც მკვლევარ-ასისტენტი.
ლიზი ასევე იყო პროფესორის ასისტენტი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
განათლება:
ლიზი ამჟამად არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი.
ენები:
მშობლიური ქართულის გარდა, ლიზი ფლობს ინგლისურ ენას.