გუნდი

გვანცა სანებლიძე

იურისტი

გვანცა სანებლიძე იურიდიული კომპანია კონსეს იურისტია. იგი კომპანიას 2020 წლის მარტს შემოუერთდა, როგორც პარალეგალი და დაწინაურდა ამჟამინდელ პოზიციაზე. 


პრაქტიკის სფერო და ინდუსტრიები:


გვანცას საქმიანობის სფერო ძირითადად არის საკორპორაციო და კომერციული სამართალი, საზღვაო და სანაოსნო სამართალი, კლიენტის საქმიანობის საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კლიენტთა წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში.

გვანცას მჭიდრო შეხება აქვს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსთან. იგი სამართლებრივ კონსულტანციებს  უწევს ავტორიზებულ პირებს სალიცენზიო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის ნაწილში და აგრეთვე, წარმოადგენს  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საქართველოს საერთო სასამართლოებში. 

კლიენტთა კონსულტირებისა და მათი ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობის გარდა, გვანცას პროფესიული პრაქტიკა აგრეთვე მოიცავს სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას, იურიდიულ საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოებასა და ტრანზაქციების დაგეგმვასა და განხორციელებას.

გვანცა გამოირჩევა სამართლებრივი ანალიზის განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით.


განათლება:


ბაკალავრის ხარისხი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი (2020);

ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა (კანდიდატი),  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.


პუბლიკაციები:


მედიაციის დანერგვის სარეკომენდაციო ანგარიში უზბეკეთის რესპუბლიკაში (თანაავტორი) (2019);

საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის ანალიზი (თანაავტორი) (2018).


სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები:


გვანცა არის დიდი ბრიტანეთის HMC სტიპენდიის გამარჯვებული, რის საფუძველზე გვანცას დაუფინანსდა სწავლა ნოტინგემის კოლეჯში, სადაც იგი სწავლობდა დიდი ბრიტანეთის პრეცედენტული სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს (2016).


ენები:


მშობლიური ქართულის გარდა, გვანცა ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. 

ავტორის პუბლიკაციები
ავტორის ყველა პუბლიკაცია

გამოიწერეთ ჩვენი
პუბლიკაციები და სიახლეები