ჩვენი პარტნიორი, თამარ მამფორია, ILAW ქსელის წევრი გახდა

29 აპრილი 2021

შრომის სფეროში მომუშავე უფლებადამცველების მსოფლიო გლობალური ქსელი  (შემდგომში "ILAW ქსელი") - წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო აერთიანებს დასაქმებულთა უფლებებზე მომუშავე იურისტებს. 

ILAW ქსელის მთავარი მიზანია დასაქმებულებისა და მათი ორგანიზაციების ეფექტური წარმომადგენლობა და მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვა, განურჩევლად ადგილსამყოფელისა. 

რადგანაც დასაქმებულთა უფლებების დაცვას შესაძლოა ჰქონდეს საერთაშორისო ხასიათი, დასაქმებულთა ეფექტური წარმომადგენლობის განსახორციელებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის უფლებადამცველთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. 

კონსე მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი კომპანიის პარტნიორი, თამარ მამფორია, შეუერთდა ILAW ქსელს იმ მიზნით, რომ კოლეგებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და წვლილი შეიტანოს დასაქმებულთა თანასწორობის უზრუნველყოფისა და უფლებათა დაცვის საკითხებში. 
 

გამოიწერეთ ჩვენი
პუბლიკაციები და სიახლეები