მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
გამოქვეყნების თარიღი: 2021 წლის 23 აპრილი
ვებ-გვერდის გამოყენებით ჩვენთან კომუნიკაციისთვის ყურადღებით უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე "მონაცემთა დაცვის პოლიტიკას". თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ დოკუმენტში მოცემულ რომელიმე პირობას, გთხოვთ არ განაცხადოთ თანხმობა მასზე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, თქვენ ვერ შეძლებთ ვებ-გვერდის საშუალებით ჩვენთან დაკავშირებას.
1. ზოგადი პირობები
1.1. www.conse.ge არის იურიდიული კომპანია "კონსეს" ოფიციალური ვებ-გვერდი (შემდგომში „ვებ-გვერდი"). ჩვენ, ვინც გთავაზობთ ამ ვებ-გვერდს, წარმოვადგენთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ და რეგისტრირებულ კომპანია შპს „კონსეს" საიდენტიფიკაციო ნომრით 405331813 (შემდგომში „ჩვენ" ან „კონსე").
1.2. წინამდებარე "მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე" თანხმობის გამოხატვით, თქვენ გვანიჭებთ უფლებას, შევაგროვოთ, შევინახოთ, გამოვიყენოთ და/ან სხვაგვარად დავამუშავოთ თქვენ მიერ „ვებ-გვერდის", ასევე "კონსეს" Facebook-ის ან/და Linkedin-ის გვერდების საშუალებით ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, მონაცემები ვებ-გვერდთან წვდომის დროს გამოყენებული მოწყობილობის შესახებ და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით ჩვენთან კომუნიკაციის ეტაპზე (ერთობლიობაში წოდებული, როგორც „მონაცემები"). წინამდებარე "მონაცემთა დაცვის პოლიტიკა" განსაზღვრავს თუ როგორ და რა მიზნით შევაგროვებთ, შევინახავთ, გამოვიყენებთ და/ან სხვაგვარად დავამუშავებთ ინფორმაციას თქვენი და თქვენი მოწყობილობის შესახებ.
1.3. სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის პირობებში, ვებ-გვერდის, ასევე ვებ-გვერდიდან ხელმისაწვდომი „კონსეს" Facebook-ის ან/და Linkedin-ის ოფიციალური გვერდების საშუალებით ჩვენ შორის დამყარებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია არის მხოლოდ გაცნობითი და გასაუბრებითი ხასიათის და არ წარმოადგენს „კონსეს" მხრიდან თქვენთვის რაიმე მომსახურების მოწოდებას და, შესაბამისად, ასეთი კომუნიკაციის საფუძველზე თქვენს მიმართ არ წარმოგვეშობა რაიმე სახის ვალდებულება.
1.4. ჩვენთან კომუნიკაციის მიზნით „ვებ-გვერდის" შესაბამისი კონტაქტის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, რათა შევძლოთ თქვენთვის პასუხის დაბრუნება. აგრეთვე, უნდა მიუთითოთ იმ საკითხის აღწერილობა, რასთან დაკავშირებითაც გსურთ ჩვენი მხრიდან პასუხის მიღება. ჩვენ შევეცდებით დროულად გიპასუხოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ვებ-გვერდზე გამოტანილ გამოწერის ველში მიუთითოთ თქვენი ელ-ფოსტა, რომელზეც გამოგეგზავნებათ ვებ-გვერდზე განთავსებული სიახლეები და პუბლიკაციები.
2. მონაცემთა დაცვა და დამუშავება
2.1. ჩვენ ვაგროვებთ, ვინახავთ და ვამუშავებთ „მონაცემებს" საქართველოს მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ დავამუშავებთ თქვენ შესახებ მხოლოდ თქვენ მიერ ჩვენთან კომუნიკაციის ეტაპზე მოწოდებულ ინფორმაციას. ჩვენ ამ „მონაცემებს" ვინახავთ და ვამუშავებთ თქვენთან კომუნიკაციის, მარკეტინგული შეტყობინებებისა და სიახლეების გამოგზავნის, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზნებით.
2.2. ჩვენ დავამუშავებთ "მონაცემებს" ავტომატურ რეჟიმში, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
2.3. „ვებ-გვერდმა" შესაძლოა გამოიყენოს ე.წ. cookie ფაილები, რათა გაანალიზოს თქვენ და ჩვენი „ვებ-გვერდის" გამომწერების მიერ „ვებ-გვერდის" მოხმარება და უზრუნველყოს თქვენთვის „ვებ-გვერდით" უფრო ეფექტური და სწრაფი სარგებლობა. Cookie წარმოადგენს პატარა კომპიუტერულ ფაილს, რომელიც ინახავს გარკვეულ ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ თქვენსავე მოწყობილობაში.
2.4. თქვენ უფლება გაქვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე welcome@conse.ge და მოითხოვოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ შეგროვებული თქვენი "მონაცემები" შესახებ, ასევე მოითხოვოთ თქვენი "მონაცემების" წაშლა ან ჩასწორება. ჩვენ 5 (ხუთი) სამუშაო დღეში დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას და გაცნობებთ ამის თაობაზე. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ "მონაცემების" წაშლის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ინდივიდუალურად აღარ მოგეწოდოთ „ვებ-გვერდით" შემოთავაზებული სიახლეები.
2.5. თქვენ მიერ მოწოდებულ „მონაცემებსა" და ნებისმიერ ინფორმაციას ვინახავთ კონფიდენციალურად. ჩვენ თქვენს "მონაცემებს" არ გადავცემთ მესამე პირებს, თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე. როგორც წესი, თქვენს "მონაცემებთან" წვდომა აქვთ „კონსეს" წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი უფლებამოსილების მქონე პირებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში - თანამშრომლებსა და გარე კონსულტანტებს, რომლებიც დაიცავენ "მონაცემების" კონფიდენციალურობას და დადგენილი წესით დამუშავების პირობებს. ჩვენ, შესაძლოა, თქვენი "მონაცემები" გადავცეთ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2.6. ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ "მონაცემებს" იმ ვადით, რაც საჭიროა წინამდებარე "მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში" მითითებული დამუშავების მიზნების მისაღწევად, ან იმ ვადით და იმ მოცულობით, რაც სავალდებულოდ დადგენილია კანონით ჩვენ მიერ ამგვარი მონაცემების დამუშავების ან/და შენახვისთვის. თუ დამუშავების მიზანი აღარ არსებობს და ამოწურულია კანონით დადგენილი მონაცემთა შენახვის ვადა, ჩვენ წავშლით "მონაცემებს" ან შევზღუდავთ "მონაცემთა" დამუშავებას მოქმედი სავალდებულო ნორმების შესაბამისად.
3. დასკვნითი დებულებები
3.1. წინამდებარე "მონაცემთა დაცვის პოლიტიკა", ისევე როგორც, თქვენ მიერ ჩვენი „ვებ-გვერდის" გამოწერა და მისით სარგებლობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3.2. თუ ჩვენ შორის წარმოიშვა დავა, ჩვენ შევეცდებით ეს დავა მოვაგვაროთ მოლაპარაკების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, დავის გადაწყვეტის ექსკლუზიური უფლებამოსილება მიენიჭება საქართველოს საერთო სასამართლოებს.
3.3. წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შესაძლოა პერიოდულად, ნაწილობრივ ან მთლიანად შეიცვალოს ჩვენ მიერ. "მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" განახლებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე, გამოქვეყნების თარიღის მითითებით, რაც იმავდროულად იქნება ძალაში შესვლის თარიღი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, პერიოდულად გადაამოწმოთ წინამდებარე "მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" მიმდინარე ვერსია.