გუნდი

თამარ მამფორია

პარტნიორი

თამარ მამფორია იურიდიული კომპანია "კონსეს" დამფუძნებელი პარტნიორი და ბიზნეს სამართლის იურისტია. იგი სპეციალიზირდება საკორპორაციო და კომერციულ ტრანზაქციებში, ლიცენზიებსა და ნებართვებში, კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციებში, ნავთობის და გაზის, საავიაციო და გარემოსდაცვით რეგულაციებში, შრომით სამართლებრივ საკითხებში, სამართლებრივ შემოწმებებსა და გარიგებების სტრუქტურირების თემებში.


პრაქტიკის სფერო და ინდუსტრიები:


თამარი მუშაობდა  საერთაშორისო იურიდიული კომპანიის - „დი ელ ეი პაიპერ საქართველო"-ს თბილისის ოფისში, ასევე, იურიდიულ კომპანია „ელ ფი ეი"-ში  და „სი ეფ ეს ლიგალ"-ში.

თამარი სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს ტელეკომის, საავიაციო, ნავთობისა და გაზის, საბანკო,  თამბაქოს წარმოების, კვებისა და სასმელების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მომუშავე ინდუსტრიებს.

მისი პროფესიული გამოცდილება ნავთობისა და გაზის მიმართულებით მოიცავს ნავთობმომპოვებელი და საოპერაციო კომპანიების საქმიანობის რეგულირების საკითხებს, ლიცენზიებს, ნებართვებს და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

თამარის გამოცდილება საავიაციო ბიზნესის კონსულტირების კუთხით მოიცავს  სხვადასხვა კომერციულ ტრანზაქციებს საავიაციო სფეროში და მოქმედ რეგულაციებთან საავიაციო კომპანიების საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფას.

თამარს აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი კლიენტების კონსულტირების გამოცდილება თამბაქოს მწარმოებლებისა და რეალიზატორების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან (თამბაქოს კონტროლის საკითხები) დაკავშირებით.

"დი ელ ეი პაიპერ საქართველოს" ფინანსებისა და პროექტების გუნდში მუშაობის პერიოდში თამარი ჩართული იყო კაპიტალის ბაზრებისა და საბანკო რესტრუქტურიზაციის სხვადასხვა კომპლექსურ გარიგებებში, მათ შორისაა, სს „თიბისი ბანკის" აქციების პირველადი შეთავაზება და განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების (GDRs) სახით, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში აქციების განთავსების ტრანზაქცია, საქართველოს სალიზინგო კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება და დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, შესყიდვისა და რესტრუქტურიზაციის ტრანზაქციები, რომელიც ეხებოდა სს "თიბისი ბანკის" მიერ სს "ბანკი რესპუბლიკის" შერწყმას და სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების შესყიდვას, ასევე სხვადასხვა მსხვილი სამართლებრივი შემოწმების პროექტები. 

"დი ელ ეი პაიპერ საქართველოს" ფინანსებისა და პროექტების გუნდში მუშაობის პერიოდში თამარი სამართლებრივ კონსულტაციებს უწევდა მსოფლიო ბანკს, იუნესკოს და კავკასიის ბუნების ფონდს სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით, პრო-ბონო კონსულტანტის რანგში.


სხვა პროფესიული გამოცდილება: 


თამარი მუშაობდა სამართლებრივ მრჩევლად ამერიკის სავაჭრო პალატაში და EWMI/ JILEP-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში.

თამარი იყო იურიდიული და ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელი ერთ-ერთ სახელმწიფო პროგრამაში - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

კარიერის საწყის ეტაპზე, თამარმა სტაჟირება გაიარა სოფიაში ერთ-ერთ ბულგარულ იურიდიულ კომპანიაში, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. 


განათლება:


ბაკალავრის ხარისხი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი  (საქართველო).

მაგისტრის ხარისხი კომერციულ სამართალში, როტერდამის ერასმუსის სახელობის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები).

სადიპლომო კურსი საფინანსო სამართლის მოდულში, სამართლის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). 


პუბლიკაციები:


სამართლებრივი გზამკვლევი „როგორ მოვიპოვოთ სამშენებლო ნებართვა (2015, 2016)" (თანაავტორი), მომზადდა Invest in Georgia-სთვის.

სამართლებრივი გზამკვლევი „როგორ მოვიპოვოთ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (2015)" (თანაავტორი), მომზადდა Invest in Georgia-სთვის.


აკადემიური საქმიანობა:


2016 - 2020 წლებში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს საერთაშორისო კერძო უნიფიცირებული სამართლის, სამართლებრივი წერისა და არგუმენტაციის მიმართულებით.  


ენები:


მშობლიურ ქართულთან ერთად, თამარი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 
 

გამოიწერეთ ჩვენი
პუბლიკაციები და სიახლეები