ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

8 დეკემბერი 2021
გადმოწერა

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში 2022 წლის 01 იანვრიდან ძალაში შედის მნიშვნელოვანი ცვლილებები. 

ცვლილებები მიზნად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების გაზრდას. 

ცვლილებების საფუძველზე, მიმწოდებელს საინფორმაციო უზრუნველყოფაზე დამატებითი ვალდებულებები ეკისრება, რაც შემდგომში მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს. ცვლილებები აგრეთვე შეეხო მომსახურების მიღების მოწყობილობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მობილური ოპერატორის ვალდებულებებს, ასევე როგორც აბონენტის ჩართვასა და ხელშეკრულების დადებას, ისე ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ პროცედურულ ასპექტებს.

იურიდიული კომპანია კონსეს მიერ მომზადებული წინამდებარე მიმოხილვა მიზნად ისახავს მოცემული ცვლილებების ყველა მნიშვნელოვანი მატერიალური თუ პროცედურული საკითხის შეჯამებას. 

გამოიწერეთ ჩვენი
პუბლიკაციები და სიახლეები