სათამაშო ბიზნესის შესახებ ახალი რეგულაციები ძალაში შედის
25 იანვარი 2022
გადმოწერა
2021 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა სათამაშო ბიზნესის შესახებ ახალი რეგულაციები. კერძოდ ცვლილებები შეეხო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის რიგ დებულებებს. რიგი ცვლილებები ძალაში შედის 2022 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო ცვლილებების ნაწილი 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
ცვლილებების საფუძველზე დამატებითი ვალდებულებები წარმოეშობა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირებს, ხოლო მოთამაშე პირთა გარკვეული ჯგუფები განსხვავებულ სამართლებრივ სისტემას დაექვემდებარა.
ჩვენ მიერ მომზადებული წინამდებარე მიმოხილვა მიზნად ისახავს მოცემული ცვლილებების ყველა მნიშვნელოვანი მატერიალური თუ პროცედურული საკითხის შეჯამებას.